google-site-verification=6Y9JeeZeMYTGh49KUOuzJlx6WQ7nWcfv-GFMnp3ni8Y

ტროტუარის ფილა აგური

ხელმისაწდომია კატეგორია: .

აღწერა

ტროტუარის ფილა აგური — მიუხედავად ფორმის სიმარტივისა, დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ფილაა, მიზეზი კი მარტივია, მისი ფორმა მრავალი სახეობის ორნამენტის და კომბინაციის მიღების საშუალებას იძლევა. მეორე ფერის დამატებისას შესაძლებელია გასხვავებული ორნამენტების მიღება, ხოლო მესამე და მეოთხე ფერის დამატებისას დაგებული ზედაპირი გარდაიქმნება მოცულობით ნახატად.

გამომდინარე მისი მცირე ზომებიდან ასეთი ფილებით შესაძლებელია მანქანების სავალი და საპარკინგო ტერიტორიის, ასევე ტროტუარების საცხოვრებელი სახლების და რესტორნების  ეზოების მოპირკეთება.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ 60მმ სისქის ფილა, რაც საშუალებას მოგცემთ მოაპირკეთოთ ისეთი ტერიტორია სადაც მოძრაობა უწევს მსუბუქი, ჯიპის ტიპის და სატვირთო ავტომობილებს.

კომფორტ+ ტროტუარის  ფილებს აწარმოებს თანამედროვე დანადგარებზე ვიბროჩამოსხმის მეთოდით. წარმოებაში გამოყენებულია კომპანია „ჰაიდელბერგის“  მაღალხარისხიანი CEM I 42.5 R  ცემენტი, პლასტიფიკატორი და სპეციალური დანამატები. შედეგად მიიღება განსაკუთრებული სიმტკიცის ბეტონის ნაწარმი.

ვიბროჩამოსხმის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ჩამოისხას ბეტონის ნაწარმი ფორების გარეშე,  გამომდინარე აქედან ამ მეთოდით ჩამოსხმული ფილა გაცილებით მყარია და ზამთრისადმი უფრო მედეგია, ვიდრე დაწნეხილი,   ვიბროჩამოსხმის ტექნოლოგიით ჩამოსხმულ ფილაში  წყალი ვერ აღწევს ფილის შიდა ფორებში და ყინული ვერ არღვევს ფილის შიდა სტრუქტურას.

ყველა ფილა მზადდება პოლონური პლასტიკური ყალიბების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

მწარმოებელი კომპანია:

კომფორტ +

პროდუქციის მასალა:

ბეტონი

წარმოების მეთოდი:

ვიბროჩამოსხმა

შესაძლო ფერები:

რუხი, ბაზალტისფერი, შავი, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ჩალისფერი, თეთრი (დეკორატიული).

სიგრძე:

200 მმ

სიგანე:

100 მმ

სიმაღლე:

25-60მმ (დამკვეთის სურვილისამებრ)