google-site-verification=6Y9JeeZeMYTGh49KUOuzJlx6WQ7nWcfv-GFMnp3ni8Y

ტროტუარის ფილა ბრუქი

ხელმისაწდომია კატეგორია: .

აღწერა

ტროტუარის ფილა ბრუქი — წარმოადგენს რამოდენიმე მცირე ზომის ფილებისაგან შემდგარ კომპლექტს, რომელიც წააგავს შუა საუკუნეებში გამოყენებად ნატურალურ  ქვაფენილს. ეს ფილა უხდება როგორც კერძო ეზოებს, ასევე კომერციულ ობიექტებსაც. ბრუქი ძალიან ეფექტურია დიდი ფართების მოსაპირკეთებლად, ფერების პალიტრის თამაშით შესაძლებელია სხვადასხვა მოზაიკის შექმნა.

ბრუქი წარმოდგენილია როგორც გლუვი, ასევე პრიალა ზედაპირით

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ 60მმ სისქის ფილა, რაც საშუალებას მოგცემთ მოაპირკეთოთ ისეთი ტერიტორია სადაც მოძრაობა უწევს მსუბუქი, ჯიპის ტიპის და სატვირთო ავტომობილებს.

კომფორტ+ ტროტუარის  ფილებს აწარმოებს თანამედროვე დანადგარებზე ვიბროჩამოსხმის მეთოდით. წარმოებაში გამოყენებულია კომპანია „ჰაიდელბერგის“  მაღალხარისხიანი CEM I 42.5 R  ცემენტი, პლასტიფიკატორი და სპეციალური დანამატები. შედეგად მიიღება განსაკუთრებული სიმტკიცის ბეტონის ნაწარმი.

ვიბროჩამოსხმის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ჩამოისხას ბეტონის ნაწარმი ფორების გარეშე,  გამომდინარე აქედან ამ მეთოდით ჩამოსხმული ფილა გაცილებით მყარია და ზამთრისადმი უფრო მედეგია, ვიდრე დაწნეხილი,   ვიბროჩამოსხმის ტექნოლოგიით ჩამოსხმულ ფილაში  წყალი ვერ აღწევს ფილის შიდა ფორებში და ყინული ვერ არღვევს ფილის შიდა სტრუქტურას.

ყველა ფილა მზადდება პოლონური პლასტიკური ყალიბების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

მწარმოებელი კომპანია:

კომფორტ +

პროდუქციის მასალა:

ბეტონი

წარმოების მეთოდი:

ვიბროჩამოსხმა